თბილისში, თამარ მეფის ქუჩაზრ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მოქალაქე შეეჯახა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სტაციონარში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატანსპორტო საშუალების მოძრაობს ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

წყარო:http://2030.news