სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ახალქალაქში იგეგმება ყოველთა წმინდანთა სახელობის საკათედრო ტაძრის აშენება, სადაც შეძლებისდაგვარად დაბრძანებენ წმინდანების წმინდა ნაწილებს.

ახალქალაქში, წმინდა ნაწილები

ტაძარში ყოველდღიური წირვა აღევლინება და გამოაბრძანებენ იმ დღის წმინდანის წმინდა ნაწილს.

ახალქალაქში, წმინდა ნაწილები

კვირას, 26 ივნისს არის ყოველთა წმინდანთა ხსენების დღე. ამასთან დაკავშირებით, ახალქალაქში ჩატარდება სადღესასწაულო წირვა. ერთად იქნება გამობრძანებული ყველა სიწმინდე (რამდენიმე ათეული, შესაძლოა 100-ზე მეტი), რაც ამ დროისთვის უკვე არსებობს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში. სიწმინდეები დაბრძანებული იქნება ეკვდერში, სადაც დაბრძანებულია ტურინის სუდარის ასლი და ასევე, სპეციალურად გაშლილ კარავში, სადაც ჩატარდება სადღესასწაულო წირვა.

ახალქალაქში, წმინდა ნაწილები

წირვა დაიწყება 10:00 საათზე, რათა სასულიერო პირებმა და მრევლმა შეძლონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან წირვაზე ჩასვლა. ეპარქიის მმართველთან ერთად წირვას ჩაატარებენ წმინდა სინოდის მღვდელმთავრები.

წირვის დასრულების შემდეგ მრევლს დაურიგდებათ ლოცვები, რათა ილოცონ ყოველთა წმინდანთა სახელობის საკათედრო ტაძრის აღმშენებლობისთვის.

ახალქალაქში, წმინდა ნაწილები