დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან მიდის. ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებმა საერთო ეროვნული რეფერენდუმით მიიღეს, რომელშიც 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შედეგები კი ასეთია – გასვლის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ხმები ასე გადანაწილდა: 51.9% / 48.1% ს.

რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა მიიღო. ის თანამდებობიდან, სავარაუდოდ, ოქტომბერში წავა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო რეფერენდუმში და განცხადა, რომ უყვარს დიდი ბრიტანეთი და ამაყობს, რომ მისი პრემიერობა მოუწია. “ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო”, – განაცხადა ქემერონმა. მისი თქმით, ქვეყანა შეძლებს წარმატების მიღწევას და წინსვლას ევროკავშირის გარეშეც. “ქვეყანამ აირჩია ახალი გზა, ამიტომაც მას ახალი პრემიერი სჭირდება”, – განაცხადა მან და იქვე სცადა დაერწმუნებინა ინვესტორები, რომ ბრიტანეთი კვლავაც ძლიერია.

გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში ეს იყო მესამე საერთო ეროვნული რეფერნდუმი, რომელსაც წინ უსწრებდა 4-თვიანი აქტიური სააგიტაციო მუშაობა.

დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებს ევროპელი ლიდერები გამოეხმაურნენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტის თქმით, ისინი მზად არიან, დაიწყონ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურები. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაჟან-მარკ ერომ რეფერენდუმის შედეგებს “სამწუხარო” უწოდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კი რეფერენდუმის შედეგებით იმედგაცრუებულია: “ამბები, რომელსაც დიდი ბრიტანეთიდან ვიგებთ, ნამდვილად იმედგაცრუებას იწვევს. ეს მწუხარე დღეა დიდი ბრიტანეთისთვის და ევროპისთვის”, – განაცხადა შტაინმაიერმა.

ევროსაბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა კი განაცხდა, რომ მიუხედავად მომხდარისა, ის კვლავაც დარწმუნებულია ევროკავშირის მომავალში. “რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს”, – განაცხადა მან. მისი თქმით, ყველა ნორმა, რაც მოქმედებს, გაგრძლედება დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესდურების დასრულებამდე.

რა შეიძლება მოჰყვეს დიდი ბრიტანეთის ვეროკავშირიდან წასვლას?

ანალიტიკოსები რეფერენდუმამდეც აცხადებდნენ, რომ ამას აუცლებლად მოჰყვებოდა ეროვნული ვალუტის გაუფასურდება, მათ შორის ევროსთან მიმართებაშიც. Allnews.ge წერს: ” მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკაში ქაოსია მოსალოდნელი, რაც გავლენას მოახდენს ბიზნესის წარმოებაზე და მოქალაქეების მხრიდან, დანახარჯების შემცირებაზე. შედეგად, 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იქნება მხოლოდ 1%, რაც იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამ დრომდე იყო ნავარაუდევი.

ექსპერტების პროგნოზით, ინფლაცია მომავალ წელს 3-დან 4.5%-მდე გაიზრდება. ასევე, თუ საერთაშორისო ბაზარზე ფუნტი გაიაფდება, მაშინ იმპორტირებული საქონელი გაძვირდება.

რაც შეეხება ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებზე გავლენას, ბრიტანეთის გაერთიანებიდან გასვლამ შესაძლოა, დომინოს ეფექტი გამოიწვიოს და ევროკავშირიდან გასვლაზე ფიქრი სხვა ქვეყნებშიც დაიწყონ”.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობაზე გერმანიაშიც ალაპარაკდნენ.

აღსანიშნავია, რომ დიდი ალბათობით უახლოესი 2 წელი კიდევ მოუწევს დიდ ბრიტანეთს ევროკავშირში ყოფნა. საქმე ისაა, რომ ამ ორგანიზაციის კონსტიტუციით, დიდი ბრიტანეთი ვალდებულია ჯერ ფორმალურად გაგზავნოს მოთხოვნა ევროკავშირში, რის შემდეგაც დაიწყება მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც 2 წელზეა გათვლილი. გასათვალსიწიებელია, რომ ბრიტანეთის მთავრობა არ არის ვალდებული რეფერენდუმის დასრულებისთანავე მიმართოს ვეროკავშირს, შესაბამისად, მოლაპარაკებები შესაძლოა 2 წელზე მეტ ხანს გაიწელოს.

წყარო:http://www.kvirispalitra.ge/