დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. მაგრამ როგორ იცვლება ადამიანი? შეიძლება შეიცვალოს სიკეთისაკენ და შეიძლება – ცუდისკენ. და ახლა, როდესაც დიდი ნიაღვარივით გადმოედინება ირგვლივ სხვადასხვა ჭრელ-ჭრელი რელიგიური მიმდინარეობანი, განსხვავებული ზნეობა, განსხვავებული წესები, რაც ყოველთვის უცხო იყო ჩვენთვის, ქართველი უკვე თანდათან ეჩვევა ამ წესებს, უფრო სწორად, – უწესობას! ასეთ პირობებში განსაკუთრებით უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სულიერი საუნჯის დაცვაზე, ჩვენი ადათ-წესების შენარჩუნებაზე. ეს საჭიროა, რათა დავიცვათ ოჯახის სიწმინდე, რომ იგი იყოს მტკიცე, მთლიანი და მშვიდობიანი და რომ ოჯახი წარმოადგენდეს მცირე ეკლესიას.

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი ილია II