ვიმპემკომთან მიმდინარე მოლაპარაკებები სულ ცოტა ხნის წინ კავკასუს ონლაინში  დაადასტურეს. განცხადებში საცალო სეგმენტის შესყიდვაზეა საუბარი.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე კავკასუს ონლაინსაქვს მოლაპარაკება რამდენიმე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან, მათ შორის ვიმპელკომთან დამაგთი-კომთან საცალო სეგმენტის შესყიდვის თაობაზე. მოლაპარაკებების საგანი არ არის შავი ზღვის კაბელის და სახმელეთო მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გასხვისება. პროცესი არის გამჭვირვალე და კომპანიის იმ აქტივების დეტალური ჩამონათვალი, რომლის შესაძლო გასხვისებაზეცაა საუბარი გაგზავნილია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, როგორც ამას მოითხოვს კომისიის დებულებები. კომპანიაში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილების, მათ შორის შერწყმის, კომპანიაში წილების ან საოპერაციო აქტივების ნასყიდობის შესახებ ავტორიზებული პირი ვალდებულია მიიღოს კომიისიის წინასწარი თანხმობა. კომისიისთვის გაგზავნილ ჩამონათვალში არ არის შავი ზღვის მაგისტრალური კაბელი, შესაბამისად ის არ არის კომერციული შეთანხმების ნაწილი,” – წერია კავკაზუს ონლაინის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საქმის შესახებ განცხადება თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალსანიამ გააკეთა.