მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2016 წლის 2 თებერვლის განკარგულებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტმა დათვების დახოცვის უფლება მიიღო.

ასევე, მთავრობის განკარგულების საფუძველზე ახალციხის მუნიციპალიტეტზე კი მგლის დახოცვის უფლება გაიცა.

საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული მურა დათვი წითელ ნუსხაშია შესული. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთი დათვის ღირებულება 20 000 ლარს შეადგენს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ „ლიბერალისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის მაისამდე გარეული ცხოველების გარემოდან ამოღების შესახებ მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, 249 მგლის, 135 ტურის, 7 მელასა და 4 დათვის დახოცვის ნებართვა გაიცა.

თუმცა უნდა აღნიშნოს ისიც, რომ სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციებში ვერ მოხვდა ყვარლისქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებისთვის დათვების დახოცვაზე გაცემული ნებართვები.

წყარო: http://liberali.ge/