საინტერესო პროცესები ქვეყანაში, – ვიზალიბერალიზაციის თემა -, რომელიც მიზანმიმართულად უნდა გამოვიყენოთ. დამძიმებული სოციალური ფონი საქართველოში და დასაქმების იმედი დასავლეთსა თუ რუსეთში. ევროკავშირთან ურთიერთობა მყისიერად  შეუწყობს ხელს განათლების დონის ამაღლებას, მაგრამ ეკონომიკურ გაუმჯობესებას დრო სჭირდება. რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში საქართველო-აზერბაიჯანის როლი მნიშვნელოვანია და მის პოზიტიურად გამოყენებაზე უნდა ვიფიქროთ. საქართველო უნდა დათანხმდეს ეკონომიკურ შემოთავაზებებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიქცეს რუსეთის  სატელიტად. ლარის დღევანდელი მდგომარეობა ჯერჯერობით კატასტროფული არ არის, მაგრამ მისი მომავალი „ეროვნული ბანკის“ მოქმედებებზეა დამოკიდებული. მოახლოებული არჩევნები და ხელოვნურად შექმნილი პრობლემები ქვეყანაში. საზოგადოების 60% იმედგაცრუებულია და არ იცის, რომელ პარტიას უნდა ენდოს მოახლოებულ არჩევნებზე. კორუფციის მიმართ ყოვლად დაუნდობლები უნდა ვიყოთ. პოლიტპატიმრები „ქართული ოცნები“ სერიოზული ხარვეზია, მაგრამ ამ პროცესს სკანდალის ფორმა არ უნდა მივცეთ.