სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“ 1-2 თებერვალს საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს, სახელად „საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“. ფორუმი პროექტის „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020- სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“ დასკვნით ღონისძიებას წარადგენს.ფორუმს ხვალ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. ფორუმს დაესწრებიან ასევე ევროკავშირისა და გერმანიის ელჩები საქართველოში.

ფორუმის ფარგლებში განიხილავენ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,აგრეთვე საუბარი შეეხება საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზას.მოწვეული მომხსენებლები იმსჯელებენ საქართველოს ინტეგრაციაზე ევროკავშირში, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებზე.ასევე ევროპის ენერგო თანამშრომლობაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე და სხვ.

მოამზადა: ნინო შუბითიძემ