გუშინ სანაპიროზე მომხდარ შემთხვევას 27 წლის თორნიკე სუხიაშვილი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, იგი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებობდა ვერსია, თითქოს დიდი სისწრაფით მიმავალ მოტოციკლს პოლიცია აედევნა და ამ დროს მოხდა ავარია. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ფაქტს არ ადასტურებენ.
როგორც გაირკვა, თორნიკე ცნობილი ექიმის, ჯაფარიძის კლინიკაში მომუშავე  ოტოლარინგოლოგის დავით სუხიაშვილის ვაჟი გახლდათ. მას ძალიან უყვარდა მოტოციკლის ტარება და სხვადასხვა შეჯიბრშიც იღებდა მონაწილეობას.
სამძიმარს ვუცხადებთ ბატონ დავითს და მის ოჯახს.

წყარო:http://primetimenews.ge/