სირიაში, საბრძოლო მოქმედებების დროს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში მცხოვრები ასლანგებ ბორჩაშვილის გარდაცვალების შესახებ ოჯახმა რამდენიმე საათის წინ შეიტყო. როგორც პანკისის ხეობის მცხოვრებლები ამბობენ, ასლანბეგ ბორჩაშვილი საქართველოდან თურქეთში 2015 წლის ზაფხულში წავიდა, ერთი თვის შემდეგ კი ახლობლებმა შეიტყვეს, რომ თურქეთის საზღვარი გადაკვეთა და სირიაში გადავიდა.

,,22 წლის იყო. თელავის უნივერსიტეტში სწავლობდა, ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით, მესამე კურსის სტუდენტი იყო და მოულოდნელად გავიგეთ, რომ სამუშაოდ თურქეთში წავიდა. ერთი თვის მერე კი სოფელში ხმა გავრცელდა, სირიაში გადავიდაო. ახლახანს კი გავიგეთ, რომ ოჯახს მისი დაღუპვის შესახებ აცნობეს“, –  განუცხადა 2030.news-ს პანკისის ხეობის მცხოვრებმა, ხიზირ ბორჩაშვილმა.

სირიაში, საბრძოლო მოქმედებებში პანკისის 16 მცხოვრები დაიღუპა.

წყარო:2030.news