სომალის დედაქალაქში სასტუმროზე ისლამისტების თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა. დაჯგუფება “ალ-შაბააბის” მებრძოლები მოგადიშოს აეროპორტიდან 1,5 კილომეტრში მდებარე სასტუმრო Naso Hablod-ს დაესხნენ თავს.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ერთმა თვითმკვლელმა სასტუმროს შესასვლელთან აიფეთქა თავი, რის შემდეგაც მისი თანამზარხველები სასტუმროში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.

დაჯგუფება “ალ-შაბააბის” წარმომადგებლებმა განაცხადეს, რომ თავდასხმას ახორციელებენ იმ დაწესებულებებზე, სადაც დადიან ის მთავრობის წევრები, რომლებიც “ისლამს განუდგნენ”.

“ალ-შაბააბის” მებრძოლები სასტუმროებზე თავდასხმებს ხშირად ახორციელებენ.ივნისის დასაწყისში მოგადიშოს ცენტრში,  სასტუმრო Ambassador-თან დანაღმული მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.

წყარო:http://2030.news/