27 ივნისიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება და ტრადიციულად 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება. ამ მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე – შვიდი დღე.

წელს პეტრე – პავლობის მარხვა 2 კვირიანი იქნება.

დიდმარხვასთან შედარებით პეტრე-პავლობის მარხვა მსუბუქია. როგორც წესი, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, ეს მარხვა თევზით ხსნილია.

მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

წყარო: http://www.ambioni.ge/