მთავარი არქივი პირდაპირი ტრანსლიაცია - LIVE

კულტურა

მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბული საქართველოში მდებარეობს

კრუბერის გამოქვაბული დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა. მისი სიღრმე 2190 მეტრია. იგი აფხაზეთში, არაბიკის მასივში მდებარეობს. გამოქვაბულს სახელი რუსული და საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებლის, ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად ეწოდა. პირველად გამოქვაბული ქართველმა სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს 1960 წელს და 95 მეტრამდე გამოიკვლიეს. მეორედ კრუბერი კრასნოიარსკის სპელეოლოგებმა 1968 წელს მოინახულეს და უკვე 210 მეტრზე გამოიკვლიეს. შემდგომი ექსპედიციები სულ უფრო

დუბაიში მსოფლიოს ყველაზე მაღალ ცათამბჯენს ააშენებენ

დუბაიში ახალი ცათამბჯენის მშენებლობას იწყებენ, რომელიც საქვეყნოდ ცნობილ “ბურჯ ხალიფას” მსოფლიოს ყველაზე მაღალი ნაგებობის ტიტულს წაართმევს. ახალი ცათამბჯენი, სახელწოდებით Creek Harbour, მოძრავი აივნებითა და პეიზაჟით იქნება გამორჩეული, რომლის ინსპირაციაც ბაბილონის ცნობილი დაკიდებული ბაღები გახდება. ადგილობრივი კომპანია Emaar Properties-ის ხელმძღვანელის მოჰამედ ალაბარის განცხადებით, მშენებლობის დანახარჯები მილიარდ დოლარს მიაღწევს. მისივე თქმით, შენობის საბოლოო სიმაღლე მშენებლობის დასასრულისკენ გამოცხადდება,

საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება

საბერძნეთის რესპუბლიკის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ უკვე მიიღო წერილობითი ცნობა საბერძნეთის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა მინისტრის მოადგილისგან, თეოდოსიოს პელეგრინისგან. ბერძნული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, საწყის ეტაპზე ქართული ენის

12345...[]