მთავარი არქივი პირდაპირი ტრანსლიაცია - LIVE

სამხედრო

ჯეიმს აპატურაი – საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოისმენენ ჩვენს მადლობებს, თუ რამდენს აკეთებს ქვეყანა

საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, როგორც ყოველთვის, შესანიშნავი შეხვედრა მქონდა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ჯეიმს აპატურაიმ ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის პირველ დღეს, თინათინ ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა და ჯეიმს აპატურაიმ სამუშაო შეხვედრაზე პუნქტობრივად განიხილეს ის დოკუმენტი, რომელიც თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, თებერვალში გამართულ

აფხაზეთის ომში დაღუპული 12 მებრძოლის ნეშტს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ

აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 12 მებრძოლის ნეშტს დღეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. როგორც „კვირას“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში განუცხადეს, დღეს ცხედრებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 8-9 აპრილს (8 აპრილი – 18:00 საათი, 9 აპრილი

ქართული ჯარი კომპანია “დელტას” ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით იქნება აღჭურვილი

უახლოეს მომავალში ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მორიგი ქართული ბატალიონი გაემგზავრება. თუმცა პირველად სამხედროები ქართული წარმოების ჯავშანჟილეტებით ჩავლენ. აღნიშნული ჯავშანჟილეტები კომპანია “დელტას” ეკუთნის. ქართულმა ასეულმა უკვე გამოსცადა ისინი, როდესაც ცენტრალური აფრიკის სამშვიდობო მისიაში იმყოფებოდა. „ „დელტას“ საწარმოო სიმძლავრეები ქართული შეიარაღებული ძალების მოთხვნილებებს სრულად დააკმაყოფილებს. ქართული ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები მსოფლიოში არსებულ უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება და გათვლილია ექსპორტზე გატანაზეც“-განმარტავენ კომპანიაში.

გენერალი ბრედლოვი: აშშ-მ დამატებით უნდა განათავსოს სამხედრო ძალები ევროპაში რუსეთის შესაკავებლად

“აშშ-მ დამატებით უნდა განათავსოს სამხედრო ძალები ევროპაში რუსეთის შესაკავებლად”– განაცხადა აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდალმა ევროპაში, გენერალმა ფილიპ ბრედლოვმა ხუთშაბათს, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული სამსახურების კომიტეტის სხდომაზე. “ჩვენი ამოცანაა არსებული 20 წლიანი განსხვავებული პარადიგმის გამოსწორება”- აღნიშნა ბრედლოვმა.  “რუსეთმა აირჩია მოწინააღმდეგის პოზიცია და წარმოადგენს სასიცოხლო საფრთხეს აშშ-სა და მოკავშირეებისათვის.”-დასძინა ამერიკელმა გენერალმა. “ეს არ არის ცივი ომი, მაგრამ მე

123